მედიის ცნობით, ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმების შედეგად, ლიბანში, ქალაქ სიდონის მახლობლად 14 ადამიანი დაიჭრა. მედია წერს, რომ თავდასხმის სამიზნე საბურავების საწყობი და ქარხნის მიმდებარე ტერიტორია გახდა. დაშავებულთა უმეტესობა ქარხნის თანამშრომელია. პარალელურად, ისრაელის მხარე აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნე „ჰეზბოლას“ იარაღის საცავი იყო. მანამდე, ცენტრალურ ღაზაში მდებარე ქალაქზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, რამდენიმე პირი დაიჭრა. შემთხვევის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი სახლებიც.