ისრაელი პალესტინის სახელმწიფოდ გამოცხადებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ამ საკითხზე მისი მთავრობა კენჭს უყრის „დეკლარაციულ გადაწყვეტილებას“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეული შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შემდეგ მივიდა.