ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირებიდან დღემდე, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა უკვე 26 ათასს უახლოვდება. ინფორმაციას „ჰამასის“ მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საერთაშორისო ორგანიზაციები ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ 36 საავადმყოფოდან ახლა ნაწილობრივ მხოლოდ 14 საავადმყოფო ფუნქციონირებს. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ გასული დღეების განმავლობაში „ჰამასის“ 100-ზე მეტი წევრი დაატყვევეს. ისრაელის მხრიდან თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა. „სიენენი“ წერს, რომ თავდასხმა ღაზაში მცხოვრებლებზე მაშინ განხორციელდა, როცა ისინი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ელოდებოდნენ.