ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის ქალაქ რაანანაში პალესტინელი წარმოშობის პირი ქვეითებს ავტომობილით გამიზნულად დაეჯახა და ცივი იარაღით თავს დაესხა. დაღუპულია სულ მცირე, ერთი ადამიანი და დაშავებულია 17, მათგან ოთხი მოზარდია. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილმა საერთო ჯამში სამი ავტომობილი გაიტაცა და თავდასხმა ქალაქის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელა. ის პოლიციამ დააკავა, ასევე დაპატიმრებულია მასთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირი. ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო შეტევის „ინტენსიური ეტაპი“ დასრულდა და ის მალე დამთავრდება სამხრეთშიც. გალანტის თქმით, „პოლიტიკურმა გაურკვევლობამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სამხედრო ოპერაციის პროგრესს“. ამასთან, მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მძევლებთან დაკავშირებით ახალი შეთანხმება მხოლოდ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლით არის შესაძლებელი.