საერთაშორისო საზოგადოება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მასშტაბის ზრდის პრევენციას ცდილობს.
ისრაელ-ლიბანის საზღვარზე სიტუაცია სულ უფრო მძიმდება. რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა. მსოფლიო ლიდერები კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის გზებს ეძებენ. გრძელდება შეტევები ღაზის სექტორზეც, სადაც მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. ოფიციალური თელავივი საომარი მოქმედებების კიდევ რამდენიმე თვით გაგრძელებას აანონსებს.