ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ვითარება ისევ რთულია. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ანკლავში საომარი მოქმედებების შედეგად რვა ისრაელელი ჯარისკაცია მოკლული. თავის მხრივ „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ისრაელის იერიშებს ომის დაწყებიდან დღემდე 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. „ჰამასის“ წევრები ამბობენ იმასაც, რომ კონტაქტი დაკარგეს მებრძოლების იმ ჯგუფთან, რომელთაც 5 ისრაელელი მძევალი ჰყავთ დაკავებული. პარალელურად, ისრაელის პოზიცია ომთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, ისინი ცეცხლის შეწყვეტას იქამდე არა აპირებენ, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.