ისრაელი გამორიცხავს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას „ჰამასის“ ლიკვიდაციამდე. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ნებისმიერი, ვინც ფიქრობს, რომ ომი ისრაელის მიზნების მიღწევამდე დასრულდება, რეალობას არის მოწყვეტილი.