„ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი მას შემდეგ დასრულდება, რაც ისრაელი თავის მიზნებს მიაღწევს“ – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
„ომი დასრულდება მას შემდეგ, რაც მიზნებს მივაღწევთ. მე ვითვალისწინებ ყველაფერს, რასაც აშშ ითხოვს და ამბობს ომის კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, ჩვენ სერიოზულად ვიღებთ ამერიკის ქმედებებს“, – ამბობს გალანტი.
კითხვაზე, როდის იგეგმება მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება „ჰამასთან“, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს მოხდება მაშინ, თუ ისრაელი „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლას გაზრდის.