ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ ორ სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 88 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა მოხდა ღაზის ორ სხვადასხვა ლოკაციაზებეიტ ლაჰიასა და შეიხ-რადვანის უბანში. დაღუპულთა შორის 10 ბავშვია, დაშავებულია ათეულობით პირი. დაბომბვის შედეგად შენობების ნანგრევებში ადამიანებია არიან მოყოლილები. ადგილობრივები იუწყებიან, რომ დაბომბვა ღამით მოხდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა. ისრაელის არმიამ ასევე დაარტყა ჩრდილოეთ ღაზის ალ-ავდას საავადმყოფოს ეზოს. პარალელურად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა ისრაელის არმიის დაბომბვის შედეგად ქალაქ რაფაჰში.