ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაცია სამი-ოთხი კვირა გაგრძელდება – ეს ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს პრეზიდენტს მიაწოდა. ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ისრაელის სამთავრობო წყარო ამბობს, რომ ამის შემდეგ ოპერაცია ნაკლებად ინტენსიური იქნება. კიდევ ერთი გავრცელებული ინფორმაციით კი, ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები კიდევ ორი თვე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში ცეცხლი არ შეწყდება.
გასული ღამის განმავლობაში, ისრაელის არმიამ ღაზის ჩრდილოეთში – ჯაბალია, სამხრეთში კი ხან-იუნისი დაბომბა.
ქალაქ ხან-იუნისში 10 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობები.