ვითარება ახლო აღმოსავლეთში

თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის დაბრუნების გამო ისრაელი ოპტიმისტურად არის განწყობილი მძევლების გათავისუფლების შეთანხმების საკითხზე, – ამის შესახებ ისრაელელი მაღალჩინოსანი აცხადებს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ტრამპი ზეწოლას მოახდენს კატარზე და არა ჩვენზე, ღაზაში სამხედრო ზეწოლის გაზრდის გამო“, – ამბობს ანონიმურობის დაცვით მაღალჩინოსანი. როგორც ცნობილია, კატარი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებაზე ჯერჯერობით აღარ იშუამავლებს და სწორედ ამიტომ უნდა მოახდინოს ტრამპმა კატარზე ზეწოლა. მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპი არ შეაფერხებს იარაღის გადაცემას და არც ისრაელს შეაჩერებს ჰუმანიტარული საკითხების გამო. წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამჟამად ჩიხშია.