ვითარება დაძაბულია ახლო აღმოსავლეთშიც. ღაზის სექტორში ისრაელის არმიის დაბომბვის შედეგად 32ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების თანახმად, თავდასხმა ქალაქ ჯაბალიაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე განხორციელდა. შედეგად ერთი ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა. თვითმხილველების ცნობით, ადგილზე სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობდა და ცაზე მხოლოდ ისრაელის უპილოტო აპარატები და სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიბომბა. კიდევ ხუთი ადამიანი დაიღუპა ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ღაზის დაბომბვის შედეგად. დაკარგული ადამიანების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად, გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი „შიმშილის მიმოხილვის კომიტეტმა“ განაცხადა, რომ დიდია ალბათობა ღაზის ჩრდილოეთის რაიონებში გარდაუვალი შიმშილობა დაიწყოს.