დაძაბულობა იზრდება ახლო აღმოსავლეთში.
ორი დღის წინანდელი ავიაიერიშების გამო ირანი ისრაელს საპასუხო რეაგირებით და „მწარე შედეგებით“ ემუქრება. 26 ოქტომბერს ისრაელის სამიზნე ირანის სამხედრო ობიექტები გახდა, თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა. ისრაელი ოპერაციის მიზნებს შესრულებულად აცხადებს. ვითარება რეგიონში განსაკუთრებით თვის დასაწყისიდან გამწვავდა, როცა ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა ისროლა. ეს იყო თელ-ავივის პასუხი ირანის სარაკეტო დარტყმაზე.