ვითარება ახლო აღმოსავლეთში

აშშ-ისა და ისრაელის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში დოჰაში შეიკრიბებიან, სადაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს განაახლებენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, დისკუსიას დაესწრება დაზვერვის სააგენტო „მოსადის“ ხელმძღვანელი. როგორც „როიტერი“ წერს, ეგვიპტე ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს „ჰამასთან“ და იმედოვნებენ, რომ ეს შედეგიანი იქნება.