ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელმა გასული 24 საათის განმავლობაში ღაზასა და ლიბანში დაახლოებით 230 ტერორისტული სამიზნე დაბომბა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ. მათი თქმით, ლიბანში „ჰეზბოლას“ 200-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს, მათ შორის რაკეტების გამშვები დანადგარები და ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები. ისრაელის ჯარებთან შეტაკებისას კი, „ჰეზბოლას“ ათობით მებრძოლი დაიღუპა. სამხედრო ოპერაციები ასევე გრძელდება ჯაბალიაში ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში.