ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის მიერ ჩრდილოეთ ლიბანის დაბომბვას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა.

ლიბანის „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. ისრაელის მედია წერს, რომ სამიზნე შესაძლოა „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ლიბანური მედიის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების ერთი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქრისტიანული უმრავლესობით დასახლებულ ზონას დაესხნენ თავს ისრაელის ჯარები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და 70-მდე დაშავდა ისრაელის სამხედრო ავიაციის თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორის ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში. გავრცელებული ინფორმაციით,ისრაელის თვითმფრინავებმა კარვების ბანაკი დაბომბეს, სადაც იძულებით გადაადგილებული პალესტინელები ცხოვრობენ. ისრაელის სამხედრო ბაზაზე „ჰეზბოლას“ უპილოტო აპარატებით თავდასხმას ისრაელის არმიის ოთხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა გოლანის ბაზაზე. ისრაელის მედია წერს, რომ თავდასხმის შედეგად დაშვებული 41 ჯარისკაცი ისევ საავადმყოფოებში რჩება, მათ შორის რვა სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საერთო ჯამში „ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად ისრაელის არმიის 58 ჯარისკაცი დაშავდა.