ვის წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე.
აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციები ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შემდეგ დაიწყება. სამიტი 12 ივლისს სრულდება. მანამდე, შიდა კონსულტაციებს მართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა.
უკვე საუბარია რამდენიმე კონკრეტულ კანდიდატზეც , თუმცა დღეს ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა იყო, სჭირდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტს კანდიდატის შესარჩევად კონსულტაცია ქვეყნის ცენტრალურ მთავრობასთან.