საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კვლავ აქტუალურია შეკითხვა – რა არის ის საკითხი, თუ საკითხები, რაზეც პოზიცია და ოპოზიცია შეიძლება შეთანხმდნენ, რას უნდა ეფუძნებოდეს საერთო ეროვნული თანხმობა, როგორც ამას პრეზიდენტის ინიციატივა ითვალისწინებს. „მოამბის“ შეკითხვებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა უპასუხა.