ვინ გახდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ეს 27 დეკემბერს გაირკვევა. უკვე ერთი საათია პარტიის მხარდამჭერები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „ფეისბუქ“-გვერდზე ხმას სასურველ კანდიდატს აძლევენ. მოქალაქეებსა და პარტიის წევრებს ორ კანდიდატს, ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ხმის მიცემა 25 დეკემბერს, 21 საათზე დასრულდება. როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, თითოეულ მხარდამჭერს ერთი ხმის უფლება აქვს, ხოლო 27 დეკემბერს პანდემიიდან გამომდინარე პარტიის ცენტრალურ ოფისში 200-კაციანი ყრილობა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე, პარტიიდან წასვლის თაობაზე პოსტი გამოაქვეყნა.