„ევროპულ საქართველოს“ მხარს ვუჭერდი, თუმცა, პარტიის შედეგები ქვემოთ მიდიოდა და ხელმძღვანელობას რაღაც უნდა შეეცვალა, ნაწილმა ეს არ მიიღო და გაბრაზდნენ,“ – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
მან ნიკა მელიაზეც ილაპარაკა. კეზერაშვილი ამბობს, რომ მელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გაიცნო. ურთიერთობა კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ კეზერაშვილი პარტიის საქმეებში ერეოდა და უშლიდა ხელს. ახალ მენეჯმენტთან კი, როგორც თავად კეზერაშვილი განმარტავს, დიდი ხანია მეგობრობს, სურვილის შემთხვევაში კი მათ აუცილებლად დაეხმარება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ხელს შეუწყობს ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას თუ სამოქალაქო საზოგადოებას, თუ ეს მათი სურვილი იქნება.
ვის აფინანსებს ოპოზიციიდან კეზერაშვილი – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში