სეზონური ვირუსები და მიმართვიანობის სტატისტიკა საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლინიკებს უფრო ხშირად აკითხავენ, თუმცა, გაცილებით დაბალია პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ძირითადად „ბე ტიპის ვირუსი“ ცირკულირებს, თუმცა, არის „ეიჩ ერთისა“ და „ეიჩ სამის“ შემთხვევებიც.
როგორია სტატისტიკა და სპეციალისტების რეკომენდაციები, თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის.