ხორც-პროდუქტების შემოწმება ისევ მძიმე შედეგით დასრულდა.
თბილისში მოქმედი ექვსი საწარმოს მიერ წარმოებულ ცხრა სხვადასხვა პროდუქციაში ვირის და ცხენის ხორცი აღმოჩნდა. მონიტორინგის შემდეგ ერთ ობიექტს საქმიანობის უფლებაც კი შეუჩერეს. დაჯარიმებული მეწარმეების ნაწილი დამოუკიდებელი კვლევების ჩატარებას გეგმავს.
მარიამ სეთურიძე დაინტერესდა, რით და რა პირობებში მზადდებოდა შემოწმებულ ობიექტებზე ნახევარფაბრიკატები.