ვიქტორია ნულანდის წარდგენა

ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ვიქტორია ნულანდი ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრის სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ნულანდის კანდიდატურა სენატს გადაეგზავნა. ახალა შესაბამისი კომიტეტი მოსმენას დანიშნავს, რომელზეც მას კანონმდებლების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ვიქტორია ნულანდი 2013-17 წლებში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.

მოამბე