ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში

არჩევნების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტი.

საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფება. ხვალ ვიქტორ ორბანი ქართველ კოლეგას უნდა შეხვდეს. უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჯერ კიდევ გასულ შაბათს მიულოცა. ორბანს თან სამთავრობო დელეგაცია ახლავს. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და სფეროების მიხედვით ურთიერთობების გაძლიერების საკითხების განხილვა. უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. თუმცა ორბანის ჩამოფრენას წინ უსწრებდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება, რომლის მიხედვით უნგრეთის პრემიერი საქართველოში ევროკავშირს არ წარმოადგენს.