გავრცელებული ინფორმაციით, დღეს უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში გაემგზავრება. მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტოც. უნგრეთის მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორბანი 5 და 6 ივლისს აზერბაიჯანში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ბოლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პუტინს გასული წლის ოქტომბერში, ჩინეთში შეხვდა.