„ლიბერალები თუ იმარჯვებენ, ბრიუსელში ამბობენ, რომ არის დემოკრატია, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ არ ყოფილა დემოკრატია, ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, ჩვეულებრივი ამბავია,“ – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პრემიერთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ორბანის თქმით, საქართველოში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.
კიდევ რა განცხადებები გაკეთდა ერთობლივ ბრიფინგზე – ანა ბროლაძე დეტალებით #მოამბე