ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 7-8 დეკემბერს პეკინში დაგეგმილ ევროკავშირი-ჩინეთის სამიტს ნაადრევად შეწყვეტს და ბრიუსელში დაბრუნდება. როგორც მედია იუწყება, ამის მიზეზი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პოზიცია და წერილია, რომელიც მან მიშელს უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაუგზავნა. ორბანმა შარლ მიშელს მოუწოდა, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან ამოიღონ უკრაინასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაწყების საკითხი, რადგან აღნიშნულ საკითხზე წევრებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. პეკინში ვიზიტის ნაადრევად შეწყვეტისა და ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, შარლ მიშელი ევროკავშირის ლიდერებთან დისკუსიის გაგრძელებას გეგმავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამავე საკითხზე სასაუბროდ, კვირის ბოლოს ვიქტორ ორბანი პარიზში მიიპატიჟა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.