საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია უნგრეთი, – განცხადება პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრებზე გააკეთა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ მომავალ კვირაში ის საქართველოში ვიზიტით ჩამოვა. გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობების შეხვედრა.