უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ორბანის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ წუთებში კრემლში ვიქტორ ორბანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს. უნგრეთში იმყოფება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც. რუსეთში გამგზავრებამდე უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ. ორბანის თქმით, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას თუ არ აქვს მანდატი ევროკავშირის სახელით აწარმოოს მოლაპარაკება, არ შეიძლება არაფერი გააკეთო და ომის სასწაულებრივ დასრულებას დაელოდო.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: „ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში“.