ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ორბანის დახვედრის ცერემონია 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. უნგრელ კოლეგას ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიქტორ ორბანი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.