რუსული აგრესია, ხელოვნური ბარიერები, უკანონო დაკავებები და ადამიანთა უფლებების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ეს საკითხები განხილვის თემა იყო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 42-ე სესიის ფარგლებშიც. მონაწილეებს სიტყვით ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ მიმართა. მან დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს დაწყებული პროცესის შესახებ და განაცხადა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, უკიდურესად ართულებს.
ვიქტორ დოლიძემ ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.