ვინ რისთვის დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რატომ დათმო პოზიცია „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე და რა შედეგით დასრულდება წლის მთავარი პოლიტიკური პროცესი

წლის მთავარი პოლიტიკური პროცესი წარმატებულ ფინალს უახლოვდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ პარლამენტი მეორე მოსმენისთვის ემზადება. გუშინდელისგან გასხვავებით, ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას აღარ მიიღებს „ევროპული საქართველო“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას ძალაში ტოვებს. ორი ოპოზიციური ფრაქციის არყოფნის მიუხედავად, მმართველი გუნდი ტაბლოზე მინიმუმ 116 ხმის დაფიქსირებაში დარწმუნებულია. ახალი საარჩევნო მოდელის დიდი ალბათობით მიღების მიუხედავად, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება პოლიტიკურ დღის წესრიგში მაინც სადავოდ რჩება.