ვინ რატომ უცხადებს ბოიკოტს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვისთვის გახდა გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ახალი საარჩევნო სისტემის საპირწონე და რა პრინციპით არჩევს კანდიდატებს ოპოზიციური ერთობა
პარლამენტში ყველაზე საინტერესო პოლიტიკური პროცესი იწყება.
19 ივნისს პირველ საკომიტეტო მოსმენაზე გადის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელმაც დამტკიცების შემთხვევაში კლასიკური შერეული საარჩევნო სისტემის მრავაწლიანი ისტორია უნდა დაასრულოს და პარლამენტი დიდწილად პროპორციული მოდელით დააკომპლექტოს. თუმცა, მანდატების 120-30-ზე გადანაწილების მოდელის მიღება ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმებზეა დამოკიდებული. სწორედ მათი მხარდაჭერა სჭირდება მმართველ გუნდს ორი საპარლამენტო ფრაქციის ბოიკოტის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რურუასთან დაკავშირებული მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში ცვლილებების განხილვაში ჩართვას არ აპირებენ, მათი მონაწილეობით ოპოზიციური ძალები მანდატებს მომავალ პარლამენტში სწორედ ჯერ არდამტკიცებული სისტემით ინაწილებენ.