საქართველოში აშშ-ის ელჩის ვაკანტური ადგილი კიდევ ერთხელ ხდება პოლიტიკური სპეკულაციების თემა.
ამჯერად მიზეზი ამერიკულ გამოცემა „ფორინ პოლისში“ გამოქვეყნებული სტატიაა, სადაც ავტორი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალურმა თბილისმა ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა პოლიტიკური ნიშნით დაბლოკა.
ოპოზიციის ნაწილისგან გასხვავებით, მმართველი გუნდი ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ამ დროისთვის საქართველოში ამერიკის საელჩოს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. ელჩობის კანდიდატის შერჩევის გახანგრძლივების გამო, თვენახევრის წინ განმარტებების გაკეთება თბილისში ჩამოსულ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველსაც მოუხდა. მაშინ ბოლტონმა პროცესის გაჭიანურება რთული პროცედურებით ახსნა.