ვის წარადგენს სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების როგორი გეგმა აქვს.
საკითხებზე დილიდან კონსულტაციები მიმდინარეობს ოპოზიციასთან. „ქართული ქარტიის“ გარშემო გაერთიანებულ ლიდერებს ზურაბიშვილი შერჩეულ კანდიდატებს წარუდგენს. შეხვედრა უკვე გაიმართა ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან. ვინ და რა კრიტერიუმით აირჩია პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ამას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მას პოლიტიკური წარსული არ აქვს. კითხვაზე – ხომ არ ვიხილავთ ტექნიკური მთავრობის მეთაურად თავად სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული. ოპოზიცია დაანონსებული შეხვედრების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით კი, ნებისმიერი პროცესი, რომელსაც სათავეში კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი უდგას, წარუმატებელი იქნება.