ვინ იქნება ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

გახდება თუ არა პრემიერის კანდიდატურა ოპოზიციაში შიდა განხეთქილების მიზეზი – კითხვებს „ძალა ერთობაშიას“ დღევანდელი შეხვედრა და ცალ-ცალკე გაკეთებული განცხადებები აჩენს.

ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალმა რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის კანდიდატურის დაყენება კატეგორიულად გამორიცხა.

შეგახენებთ, რომ ეს თემა ორი კვირის წინ თაკო ჩარკვიანმა გაააქტიურა. სწორედ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა დაინახა ვაშაძეში პრემიერობის პოტენციალი, მოგვიანებით კი ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შორის შიდა კონსულტაციები თავად ვაშაძემაც დაადასტურა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ინიციატივას ოპოზიციის შიგნით არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. ერთი საინტერესო დეტალი: „ძალა ერთობაშიას“ დღევანდელ შეხვედრას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.

ნოდრ ჩაჩუა მუშაობდა თემაზე.