თამარ ჟვანია ცესკო-ს თავჯდომარეობისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს.
მისი გვარი იმ სამ კანდიდატს შორის მოხვდა, რომლებიც მესამე სექტორთან კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტმა დღის ბოლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინა. ჟვანიას კონკურენტები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასახელებული ლევან ბოჟაძე და მარიან შელეგიაა. ახლა ცესკო-ს ხუთი დღე აქვს იმისთვის, რომ ფარული კენჭისყრით სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი შეარჩიოს. საარჩევნო ადმინისტრაციის პირველი პირის შერჩევა აქტიური განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიცია პროცესს ფარსად მიიჩნევს.