ვინ გახდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები კენჭს დღეს უყრიან.
ახალი თავმჯდომარე კომისიამ სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა შეარჩიოს.
სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.