ვინ გახდება აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე

ვინ გახდება აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე – ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა – პრეზიდენტს კანდიდატის წარსადგენად ვადა 18 ივლისამდე აქვს. უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან კონსულტაციების შემდეგ, დღეს გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების” მიერ დასახელებულ კანდიდატს შეხვდა.

თორნიკე რიჟვაძის გარდა, ამ დროისთვის ოფიციალურად სხვა კანდიდატი დასახელებული არ არის, თუმცა ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის წარდგენას გეგმავს და კონსულტაციებს უმაღლესი საბჭოს გარეთ დარჩენილ პარტიებთანაც მართავს.

მერაბ წულუკიძე გიამბობთ.