დრამატული ფინალი და მძაფრი ემოციები ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ შოუში.
ლევან შაყულაშვილმა, გიორგი ქიტუაშვილმა და ანა დავითაშვილმა სკოლისთვის წიგნების თაროს თასი მოიპოვეს. თბილისის კომაროვის სახელობის 199-ე საჯარო სკოლა წიგნების თაროს მეოთხე სეზონის ტრიუმფატორია. სწორედ კომაროვის სკოლის მოსწავლეები გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში.
სეზონის ფინალში კომაროვის სახელობის სკოლა ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლას დაუპირისპირდა.