ვინ დათმობს პოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის / ოპოზიცია 20 ივნისს კვლავ ქუჩაში შეიკრიბა #LIVE

• იქონია თუ არა გავლენა ოპოზიციის ნაწილზე ფასილიტატორი ელჩების მოწოდებამ, ვის მოუწევს დათმობა და ექნება თუ არა ქვეყანას ახალი საარჩევნო სისტემა;

• აქცია პარლამენტთან და ორგანიზატორთა გზავნილები – რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე და როგორია ოპოზიციის ლიდერთა შეფასებები;

• ევროპარლამენტის რეზოლუცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ – რას გულისხმობს თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია, დააჩქარებს თუ არა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და რა ფინანსურ დახმარებას მიიღებს ქვეყანა „წარმატების ისტორიის“ ფარგლებში;

• ემა ლალაევა ედიბერიძის ნამუშევრების გამოფენა ხელოვნების სასახლეში – რა სირთულეების გადალახვა მოუხდა ავანგარდისტ მხატვარს საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში, როგორ დაიწერა მხატვარი ქალის უიღბლო ისტორია და როგორია მისი მემკვიდრეობა.

მოამბე