ვინ დაარწმუნა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულიყო

პარტიისგან საჯაროდ დისტანცირებული მიხეილ სააკაშვილი მის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ ძალას ერთიანობისკენ მოუწოდებს. თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის ბოლო სკანდალურმა განცხადებამ თავმჯდომარის ისედაც დაძაბული წინასაარჩევნო მარათონი კიდევ უფრო გაამწვავა. „შპიგელთან“ ინტერვიუში ექს-პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ საქართველოში მისი დაბრუნება რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა დაგეგმეს. ვინ იგულისხმა სააკაშვილმა – ორი დღეა, ეს კითხვა პოლიტიკური ინტერპრეტაციების საგანია. თუ იმ მძღოლის ჩვენებას დავეყრდნობით, რომელმაც ექს-პრეზიდენტი ჩამოიყვანა, გაჩნდა ეჭვი ყოფილ ძალოვან მინისტრზეც. მოგვიანებით შვილის გზავნილი დედამ განმარტა, რომელმაც დააკონკრეტა, რომ აგენტებში არა ქართველები, არამედ უკრაინაში მყოფი ადამიანები იგულისხმებიან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს 2021 წლის ოქტომბრამდე საქართველოში ჩამოსვლის აუცილებლობაში არწმუნებდნენ, თუმცა განმარტებამ, განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელიც უკრაინის ომს ეხება, კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

ვინ არიან სააკაშვილის ბოლო განცხადების ადრესატები – ვერსიები სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა.