ხელისუფლებაზე ზეწოლის და შარშანდელის მსგავსად, კანონპროექტის უკან გაწვევის გზა საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობაზე და მხარდაჭერაზე გადის აქციების ორგანიზატორებისთვის.
ხელისუფლებისგან საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელის განცხადებას. ეკა გიგაური დასავლეთისგან სანქციების დაწესებას მოითხოვს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის კიდევ ერთხელ ინიცირებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან საკმაოდ მწვავე გამოხმაურება და ინიციატივის უკან გაწვევის მოწოდებები მოჰყვა. თუმცა, კონკრეტული ფორმულირებების და შესაბამისი კითხვების მიუხედავად, არცერთ კრიტიკულ განცხადებაში კონკრეტულად სანქციების თემაზე მინიშნებაც არ ყოფილა.