ვინ არიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში
მოახლოებულ არჩევნებზე დამკვირვებელთა მობილიზების პროცესში არასამთავრობოთა ჩართულობა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შექმნა პოლიტიკურ სპექტრში ისევ განხილვის თემაა. „ქართული ოცნების“ წევრები პოლიტიკურ პარტიებთან მათ მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ მათგან ობიექტურობის იმედი არ აქვთ.
ბრალდებებს დღეს მმართველი გუნდის ოპონენტებიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ახლა სადამკვირვებლო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს.