ერთა ლიგაზე უკრაინასთან და ჩეხეთთან დასკვნით მატჩებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა – ფრანგმა სპეციალისტმა მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა და მედიის კითხვებს უპასუხა – რატომ არ დაუთმო საბა გოგლიჩიძე ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელსაც ხორვატიასთან ევრო2025-ის პლეიოფის მნიშვნელოვანი თამაშები ელის. ასევე განმარტა, რატომ შეცვალა ოქტომბრის შეხვედრებში ნაცადი ტაქტიკური სქემა და რა გახდა ზედიზედ ორი წაგების მიზეზი. ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის შეხვედრებს 16 და 19 ნოემბერს გამართავს – უკრაინის ეროვნულ გუნდს ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში ოლო-მოუცში ჩეხეთს ესტუმრება.