ვიდეოოპერატორების მომზადების კურსი

საქართველოს პირველი არხი ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამაზე მიღებას აცხადებს. 2019 წლიდან საქართველოს ფორმალური განათლების სისტემაში, დაიწყო ახალი საგანმანათლებლო სერვისების დანერგვა, რაც გულისხმობდა საგანმანათლებლო ინსტიტუტების გარდა, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროგრამებზე განათლების მიღების შესაძლებლობას.

რეფორმის ფარგლებში, საქართველოს პირველმა არხმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამა და მიიღო განხორციელების უფლება. პროგრამა სრულად უფასო იქნება. განაცხადების მიღება 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადის გასაკეთებლად უნდა გაიარონ ავტორიზაცია საიტზე https://vet.emis.ge/