ვიცე-პრემიერის ვიზიტი შეერთებულ შტატებში

ეკონომიკის მინისტრის ამერიკაში ვიზიტი გრძელდება. შეხვედრები შედგა კონგრესმენებთან, დარენ სოტოსა და ბრენდან ბოილთან. დისკუსიაში მონაწილეობდა ამერიკაში საქართველოს ელჩიც. განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა ამერიკის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.