უფლის ჯვარცმამდე განვლილი მძიმე გზა – იერუსალიმში დღეს ტრადიციული მსვლელობა მოეწყო.
წმინდა მიწაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ პილიგრიმებთან ერთად არიან საქართველოს მოქალაქეებიც. ჯვრებით და საგალობლებით მორწმუნეებმა გოლგოთისკენ მიმავალი ვია დოლოროსას ანუ „ტკივილიანი გზა“ გაიარეს. უფლის ჯვარცმის დღეს მსვლელობა ლომებიანი კარიბჭედან დაიწყო და მაცხოვრის აღდგომის ტაძართან დასრულდა. მანამდე კი იყო 14 გაჩერება, სადაც, სახარების მიხედვით, მაცხოვარმა შეისვენა. ხვალ მომლოცველები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან.
„მოამბე“ იერუსალიმშია, ვია დოლოროსას გზა დღეს ნათია ქენქაძემ და ვახო ლეკიაშვილმაც გაიარეს.