რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ეროვნული მოძრაობის ვეტერანები ხვალიდან შიმშილობის აქციებს აანონსებენ.
მათი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. ისინი მოუწოდებენ ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, შემოუერთდნენ დაანონსებულ შიმშილობის აქციას. შიმშილობის აქციას უერთდებიან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებიც.