ვეტერანთა დღე

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანთა დღე აღინიშნება. ეს დღე 10 წლის წინ დაარსდა და ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრები იმართება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ამჯერად გორში ჩავიდა და იქ მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა და სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა.

მსგავსი შეხვედრები რუსთავში, თელავსა და მცხეთაში გაიმართება.